საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) გლობალური ეკონომიკური პროგნოზები განაახლა. 2024 წელს ფონდი მსოფლიოში 3.3%-იან ზრდას მოელის, რაც წინა პროგნოზის ანალოგიურია, თუმცა შეცვლილია პროგნოზები კონკრეტული ქვეყნებისთვის - აშშ-ში წელს 2.6%-იანი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. გაზრდილია ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რაც წელს 5%-ით არის ნავარაუდევი, ეს აპრილის პროგნოზთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით მეტია. ასევე 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა ზრდის მოლოდინი ინდოეთში და ის ამჟამად 7%-ს შეადგენს.
IMF-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიში მოიცავს დეტალურ ინფორმაციას მსოფლიოს 30 უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, ხოლო სრული მონაცემები, მათ შორის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შესახებაც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.
დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უცვლელად, 0.2%-ზე არის შენარჩუნებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გერმანიაში, 0.2 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი ზრდის პროგნოზი საფრანგეთისთვის და ის 0.9%-ს შეადგენს, ასევე 0.2 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული პროგნოზი დიდი ბრიტანეთისთვის და ის წელს 0.7% იქნება.
სანაცვლოდ კი 0.2 პროცენტული პუნქტით, 0.7%-მდე არის შემცირებული ზრდის მოლოდინი იაპონიაში.
უცვლელად, 3.2%-ზე არის დატოვებული ზრდის პროგნოზი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი რუსეთის ფედერაციისთვის.
0.1 პ.პ.-ით, 2.1%-მდე შემცირდა ზრდის პროგნოზი ბრაზილიისთვის, მექსიკისთვის კი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი 0.2 პროცენტული პუნქტით, 2.2%-მდე შემცირდა პროგნოზი.
წყარო: bm.ge