ჟურნალმა Variety-მ ისტორიაში უდიდესი კინოვარსკვლავების სია შეადგინა. რეიტინგის ტოპ 100 პოზიციაზე 103 ადამიანი მოხვდა, პირველ ადგილზე კი მერილინ მონრო გავიდა.

მონროს შემდეგ ტოპ 20-ში მოხვდნენ ჰამფრი ბოგარტი, ჩარლი ჩაპლინი, ჯეკ ნიკოლსონი, კეტრინ ჰეპბერნი, სიდნი პუატიე, მარლონ ბრანდო, ტომ კრუზი, ტოშირო მიფუნე, ბარბრა სტრეიზანდი, კლინტ ისტვუდი, კერი გრანტი, ჯულია რობერტსი, ჯეიმს დინი, კლარკ გეიბლი, ბეტ დევისი, ტომ ჰენქსი, ინგრიდ ბერგმანი, ჯონ უეინი, დენზელ ვაშინგტონი და სხვები.

შონ კონერი 23-ე ადგილზე გავიდა, ოდრი ჰეპბერნი - 26-ე, ბრედ პიტი - 29-ე, ლეონარდო დიკაპრიო - 38-ე, რობინ უილიამსი - 46-ე, უილ სმიტი - 66-ე, ნიკოლ კიდმანი - 72-ე, ხოლო რობერტ პატინსონი - 83-ე. სიას ასრულებდნენ ედი მერფი, ალენ დელონი, ზენდაია, სილვესტერ სტალონე და ჰენრი ფონდა.

სიაში შედის 67 მამაკაცი (რომელთაგან 37 გარდაცვლილია) და 36 ქალი (რომელთაგან 19 გარდაცვლილია). „100 უდიდესი კინოვარსკვლავის სიის შედგენისას, ჩვენ ჩვენი გონებით, გულით, ინტუიციითა და საკუთარი წარმოსახვით ვიხელმძღვანელეთ. ვეძებდით მათ, ვინც მაგნიტის როლს ასრულებს, ვინც გვატაცებს, ვინც თავისი ქარიზმით გვაძლევს ძალას და ვინც თავს გვაკარგვინებს“, - აღნიშნავს Variety.

ვრცლად snob.ru – ზე