გეიმერებმა მთელი მსოფლიოდან თამაშ Grand Theft Auto 6-ის (GTA) დაახლოებით 15 მილიონი წინასწარი შეკვეთა გააფორმეს, რომელთა საერთო ღირებულებამ 1,45 მილიარდი დოლარი შეადგინა. 16 ნოემბრის მონაცემებით, დათვლა ანალიტიკურმა კომპანია Sensor Tower-მა აწარმოა, თუმცა Rockstar Games-ი და Take-Two ოფიციალურ სტატისტიკას არ ასაჯაროებენ.
საკულტო თამაშის მეექვსე ნაწილმა უკვე დაამყარა წინასწარი შეკვეთების რეკორდი PlayStation 5-ისა და Xbox Series X|S-ის პლატფორმების ციფრულ მაღაზიებში, სადაც ის 19 ნოემბერს გამოვა. წინასწარი შეკვეთების 74% (11,13 მილიონი ასლი) PlayStation-ზე მოდის. პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი ვერსიის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
Grand Theft Auto VI წინა ნაწილის გამოსვლიდან 13 წლის შემდეგ გამოვა. მანამდე სერიის ნაწილებს შორის ამხელა პაუზა არასდროს ყოფილა. ბრიტანეთში თამაში ფანებისთვის იმდენად ნანატრი აღმოჩნდა, რომ ბევრმა მათგანმა რელიზის თარიღისთვის შვებულება და დასვენების დღეები აიღო.
GTA 6-ის წინასწარმა შეკვეთებმა $1.45 მლრდ-ს მიაღწია — გაყიდულია 15 მლნ ასლი
"მიღწეულია რიგი შეთანხმებები" - ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრა დასრულდა
სირიასთან ახალ შეთანხმებაზე მსჯელობა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებასაც ეხება - კაია კალასი
სუვერენულად რომ მოქმედებდეს ევროპული ბიუროკრატია, ამ შემთხვევაში საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავება, რა თქმა უნდა, იქნებოდა მისი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი – ირაკლი კობახიძე
თბილისის მერიის ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის დირექტორი, გელა ძიძიკაშვილი დააკავეს - TV pirveli
საქართველო, ეკონომიკური ზრდის ტემპით, არა უბრალოდ უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას, არამედ უსწრებს რამდენჯერმე - შალვა პაპუაშვილი