პრემიუმ კლასის ყავის მწარმოებლებს უფრო გაუჭირდებათ მაღალი ხარისხის არაბიკას მარცვლების ყიდვა, იმის გამო, რომ ბრაზილიაში ძლიერმა წვიმებმა მოსავალი დააზიანა, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
არაბიკა მსოფლიო წარმოების 60-70%-ს შეადგენს. ამ ტიპის ყავას აქვს რთული არომატი მჟავიანობით, ხილის ან ყვავილოვანი ნოტებით და კოფეინის დაბალი შემცველობით. ის მთებში specialty სეგმენტისთვის მოჰყავთ. ბრაზილიური კოოპერატივის გენერალურმა დირექტორმა, სიმან დე ლიმამ, განაცხადა, რომ ტროპიკულმა წვიმებმა კენკრის დაახლოებით 20% ჩარეცხა, რაც ნორმაზე 12-15%-ით მეტია.
ნალექმა არა მხოლოდ ყავის მარცვლების მოსავლის აღება შეაფერხა, არამედ მათი ხარისხიც შეამცირა. მარცვლების უმეტესობამ ზედმეტი ფერმენტაცია შეიძინა რაც სასმლის გემოს ცვლის.