იაპონიაში საყლაპავის კიბოს სამკურნალოდ მსოფლიოში პირველი ონკოლიზური ვირუსული პრეპარატის კომერციული გაყიდვები დაიწყო – ამის შესახებ სააგენტო Nikkei იტყობინება.
პრეპარატი ტოკიოში დაფუძნებულმა კომპანია Oncolys BioPharma-მ შექმნა. პროდუქტი შეიცავს გენმოდიფიცირებულ ვირუსებს, რომლებიც შერჩევით აინფიცირებენ და ანადგურებენ კიბოს უჯრედებს ჯანსაღი ქსოვილის დაზიანების გარეშე. ვირუსები მრავლდებიან სიმსივნეში, ანადგურებენ მას შიგნიდან და ასტიმულირებენ ორგანიზმის იმუნურ პასუხს.
პრეპარატის ბაზარზე გამოტანა Oncolys BioPharma-სგან რთული მარეგულირებელი დაბრკოლებების გადალახვას მოითხოვდა, რადგან ვირუსების მასშტაბური წარმოება მკაცრ ხარისხის კონტროლს მოითხოვს. ასეთი აგენტების კლინიკური კვლევის პროტოკოლები სპეციფიკურია: თერაპიული ეფექტი მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ ვლინდება, როცა ვირუსი მთელ სიმსივნეზე ვრცელდება.
მანამდე იაპონელმა მეცნიერებმა კბილების ზრდისთვის განკუთვნილი პრეპარატის ტესტირება დაიწყეს. პროდუქტმა უნდა გაააქტიუროს ფარული საფუძვლები და დაიწყოს მესამე თაობის კბილების ფორმირება.