სტატიატიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 365.3 ათასით განისაზღვრა,

რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 699.1 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო

თვიური რაოდენობა შემცირდა 0.1 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების

რაოდენობა 1.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს

ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა

683.4 ათასით განისაზღვრა, რაც 1.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის

მაჩვენებელზე. ვიზიტორების უმრავლესობა, 36.1 პროცენტი, 51-70 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 56.0 პროცენტს შეადგენდა.

უწყების ანგარიშით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 38.2 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 16.3 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.

2026 წლის მეორე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა – 52.6 პროცენტი განხორციელდა

მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთის რეგიონსა – საშუალოდ 377.4 ათასი ვიზიტი თვეში) და თბილისში – საშუალოდ 377.4 ათასი ვიზიტი თვეში.

2026 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური

ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 300.7 მილიონი ლარით, რაც 7.2 პროცენტით მეტია გასული

წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი

გაიზარდა 6.0 პროცენტით და 177.0 ლარს გაუტოლდა.