გლობალური მონაცემთა პლატფორმის, Statista-ს თანახმად, მსოფლიოში საავადმყოფოების რაოდენობა, სავარაუდოდ, 2026 წლისთვის 215 977-ს მიაღწევს.

Statista-მ წარმოადგინა, მსოფლიოს საუკეთესო საავადმყოფოების 2025 წლის რეიტინგი. ორგანიზაციის ინფორმაციით, გასული წლის რეიტინგში 30 ქვეყნის საუკეთესო საავადმყოფოა შეტანილი, მათ შორის: ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბრაზილია, კანადა, ჩილე, კოლუმბია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ისრაელი, იტალია, იაპონია, მალაიზია, მექსიკა, ნიდერლანდები, ნორვეგია, საუდის არაბეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ტაივანი, ტაილანდი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, გაერთიანებული სამეფო და აშშ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, რეიტინგი ეფუძნება ვრცელი შეფასების პროცესს, მათ შორის ათასობით სამედიცინო ექსპერტის (ექიმები, საავადმყოფოს მენეჯერები და ჯანდაცვის პროფესიონალები) ონლაინ გამოკითხვის, პაციენტთა გამოცდილების მონაცემებს, ასევე საავადმყოფოს ხარისხის მეტრიკას და სხვა. 

მსოფლიოს საუკეთესო საავადმყოფოების Top-10 შემდეგია:

1 Mayo Clinic - Rochester United States of America
2 Cleveland Clinic United States of America
3 Toronto General - University Health Network Canada
4 The Johns Hopkins Hospital United States of America
5 Karolinska Universitetssjukhuset Sweden
6 Massachusetts General Hospital United States of America
7 Charité - Universitätsmedizin Berlin Germany
8 Sheba Medical Center Israel
9 Singapore General Hospital (SGH) Singapore
10 Universitätsspital Zürich Switzerland