23 თებერვალს, ამერიკულმა კომპანია Chevron Corp.-მა ხელი მოაწერა წინასწარ შეთანხმებებს ერაყში „დასავლეთ ყურნა-2“ საბადოს კონტროლის მოპოვების შესაძლებლობის შესასწავლად, რომელსაც სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილი“ მართავს, იტყობინება „ბლუმბერგი“.
ბაღდადში, ერაყის სახელმწიფო კომპანია Basra Oil Company-სთან ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც კონფიდენციალური მონაცემების გაცვლას ითვალისწინებს და პროექტზე ექსკლუზიური მოლაპარაკების პერიოდის პირობებს განსაზღვრავს.
გარდა ამისა, გაფორმდა ჩარჩო-ხელშეკრულება Basra Oil Company-ს, Chevron-სა და „ლუკოილს“ შორის, რომელიც კონტრაქტის ჯერ Basra-სთვის დროებით გადაცემას ითვალისწინებს, ხოლო მოლაპარაკებების დასრულებისა და ახალ საკონტრაქტო პირობებზე შეთანხმების შემდეგ ის Chevron-ს გადაეცემა.