მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტონ ძალის გადაჭარბებული გამოყენება და უზრუნველყონ შეკრების თავისუფლება, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ძალადობის ყველა აქტი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული.
„საქართველოდან საგანგაშო ცნობები ვრცელდება მომიტინგეების თვითნებური დაკავების, ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტონ ძალის გადაჭარბებული გამოყენება და უზრუნველყონ შეკრების თავისუფლება. ძალადობის ყველა აქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული“, – დაწერა ანიტა ჰიპერმა.