მოსკოვის საფონდო ბირჟა თავის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ დაცემას განიცდის. წინა კვირასთან შედარებით ის მთელი 5%-ით 2421-დან 2305 პუნქტამდე ჩამოვიდა, (დღეს დილით კიდევ დაეცა 2281 პუნქტამდე) ხოლო თუ ავიღებთ მოსკოვის საფონდო ბირჟის ისტორიულ პიკს (2021 წლის ოქტომბერი 4300 პუნქტი) მასთან შედარებით ინდექსი თითქმის 47%-ით არის შემცირებული (2026 წლის ივნისი 2281პუნქტი), - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი წერს.

როგორც მელაშვილი ამბობს, 1998 წელს რუსეთის მთავრობის მიერ დეფოლტის გამოცხადების და 2008 წლის კრიზისის შემდეგ, ეს მოსკოვის საფონდო ბირჟის ყველაზე დიდი ვარდნაა.

„სპეციალისტები და ბიზნესი წინ ორ კრიზისს მაინც დროებითად მიიჩნევდნენ, ანუ ინვესტორები ელოდნენ, რომ რამდენიმე წელიწადში ეკონომიკა აღდგებოდა. ახლანდელი ვარდნას ბევრი ანალიტიკოსი სტრუქტურულად მიიჩნევს. ანუ, ბაზარი უკვე არ არის დარწმუნებული ეკონომიკის სწრაფად აღდგენაში და ფასებში ასახავს ისეთ გრძელვადიან ფაქტორებს, როგორებიცაა: 1. დასავლური კაპიტალის დაკარგვა; 2. ტექნოლოგიური იზოლაცია;3. ენერგეტიკული ბაზრების გადანაწილება; 4. სამხედრო ეკონომიკის დომინირება; 5. სახელმწიფოს მზარდი როლი კერძო სექტორზე.

ოფიციალური სტატისტიკითაც კი მნიშვნელოვნად უარესდება მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა. რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით:

  • სამომხმარებლო სესხების რესტრუქტურიზაციის მოცულობა 2025 წელს დაახლოებით 79%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი უკვე ვერ იხდის სესხს თავდაპირველი გრაფიკით და ითხოვს გადავადებას ან პირობების შეცვლას.
  • რუსეთის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში (МФО) 90 დღეზე მეტი ვადაგადაცილებული სესხების (NPL 90+) წილი დაახლოებით 34–35%-ია. ანუ, ყოველი 100 რუბლიდან, რომლსაც მოსახლეობა სესხულობს ძირითადად სამომხარებლო კრედიტების სახით, დაახლოებით 34–35 რუბლი 90 დღეზე მეტხანს ვადაგადაცილებულია.
  • პრობლემური კორპორატიული სესხები უკვე შეადგენს დაახლოებით 10.4 ტრილიონ რუბლს;(132–135 მილიარდი USD) რომ წარმოვიდგინოთ ევროკავშირის წლიური ბიუჯეტი 180-200 მილიარდი დოლარია. ეს თანხა დაახლოებით იმდენია, რამდენიც შვედეთის, ნიდერლანდების ან პოლონეთის ბიუჯეტი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სამშენებლო სექტორში: წინა წელთან შედარებით 28% ნაკლები დასრულებული საცხოვრებელი ფართი აშენდა; ის რაც შენდება ისიც ვერ იყიდება - ყოველ 100 აშენებულ ბინაზე 68 ჯერ კიდევ გაუყიდავია. სექტორის მსხვილ მოთამაშეებს უზარმაზარი დავალიანებები აქვთ, მაგალითად, ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერის (Samolet) ვალი 373 მლრდ რუბლს (4.8 მილიარდი დოლარი) შეადგენს.

ტრანსპორტი

რკინიგზის გადაზიდვები წლიდან წლამდე მცირდება. (ბოლო ორ წელიწადში 8-10 %-ით) ამჟამად რკინიგზის დავალიანებამ პირველად მიაღწია დაახლოებით 4 ტრილიონი რუბლი (50 მლრდ $) უარესი მდგომარეობაა საავტომობილო გადაზიდვებში საკვანძო სატვირთო კომპანიების 40–50% ფინანსურ კრიზისშია, დაახლოებით 7,000 კომპანია გაკოტრების ზღვარზეა. ტრანსპროტში არსებული მდგომარეობა და ტვირთბრუნვის დრამატული შემცირება პირდაპირ მიუთითებს კრიზისზე. რკინიგზის შემცირება არ არის უბრალოდ “ტრანსპორტის პრობლემა” ეს არის მძიმე ინდუსტრიის შეკუმშვის სიგნალი.

მთლიანობაში გადაზიდვების ვარდნა ნიშნავს, რომ:

• ეკონომიკური აქტივობა სუსტდება

• მძიმე ინდუსტრია ნელდება

• ექსპორტის ლოგისტიკა იზღუდება

• ფულის ღირებულება იზრდება (high rates)ასეთი მდგომარეობა რუსეთის ოფიციალური სტატისტიკით, რომლისაც, სხვთაშორის, ბევრ ექსპერტს არ სჯერა. მაგრამ ეს მონაცემებიც კი აჩვენებს რამდენად მძიმდება ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება. თუმცა პუტინი თვლის რომ ყველაფერი კარგადაა, ასე თქვა გუშინ რუსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში. არ მიკვირს, სადაც შესაძლებელია, რომ სახელმწიფოს მეთაურს სახელმწიფო ტელევიზიამ ყოველ დღე სპეციალურად მისთვის განკუთვნილი ახალი ამბების გადაცემა დაუმზადონ, სადაც მხოლოდ კარგი ამბები იქნება, ან ფრონტის ხაზიდან ღიად არასწორი ინფორმაციები მიაწოდონ (სხვათა შორის გუშინდელ ინტერვიუში კიდევ მოიტყუა პუტინმა, თითქოს კუპიანსკს რუსები აკონტროლებენ), რომელზედაც პუტინის გარდა ყველამ იცის რომ სიმართლე არ არის, რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ პრეზიდენტს არაადექვატური წარმოდგენები ჰქონდეს ქვეყანაში არსებულ რეალობაზე?“, - წერს ანალიტიკოსი.