ნავთობის ფასები ორშაბათს მაღალი დარჩა, მას შემდეგ, რაც შაბათ-კვირას ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კიდევ ერთხელ გამწვავდა.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent–ის ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსები 0.46 აშშ დოლარით გაიზარდა და ბარელზე 72.45 აშშ დოლარი შეადგინა.
აგვისტოს WTI-ის ფიუჩერსები NYMEX-ზე 0.66 აშშ დოლარით (0.95%-ით), ბარელზე 69.89 აშშ დოლარამდე გაიზარდა.