„მოსკოვის ოლქში ოპტიკურ–მექანიკურ ქარხანაში მძლავრი აფეთქება მოხდა“ -  ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ტელეგრამ–არხები თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებენ. ქარხანა სავარაუდოდ დრონით ააფეთქეს.

გავრცელებული ინფორმაციის  თანახმად აფეთქება ზაგორსკის ქარხანასთან მოხდა რის შედეგადაც მიმდებარე შენობებში მინები ჩაიმსხვრა.

ქარხანაში აწარმოებდნენ ოპტიკურ სამიზნეებს, სითბური და ღამის ხედვის ხელსაწყოებს და ბინოკლებს.

რუსული წყაროების ცნობით, აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა. რუსული მედია ქარხანაზე შეტევას არ აღიარებს და წერენ, რომ აფეთქება საწარმოო პროცესის წესების დარღვევამ გამოიწვია