თბილისის მერია 3 და 4 ოქტომბერს „თბილისობის“ ღონისძიებებს გამართავს, რომლის ორგანიზებისთვისაც ბიუჯეტიდან 3 114 727 ლარის დახარჯვა ტენდერის გარეშეა გათვალისწინებული.

შესაბამისი ხელშეკრულების ტენდერის გარეშე გაფორმების გადაწყვეტილებას მერია იმით ხსნის, რომ ღონისძიების პროგრამა და ტექნიკური დეტალები ეტაპობრივად ზუსტდება.

„პროცესი მოითხოვს პროგრამის, მონაწილეთა შემადგენლობისა და ტექნიკური გადაწყვეტების ეტაპობრივ დაზუსტებას, რაც შეუძლებელს ხდის შესყიდვის ყველა არსებითი პირობის წინასწარ განსაზღვრასა და დაგეგმვას“, — ნათქვამია მერიის განმარტებაში.

თბილისობის ღონისძიებები დედაქალაქში 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება.