რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დასავლეთი სომხეთის მიმართ შანტაჟის პოლიტიკას ატარებს და ეს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის განდევნის მიზნით დასავლეთის ქვეყნების "არაკეთილსინდისიერი თამაშების" ნაწილია.

"დიდი ალბათობით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სომხეთის ხელისუფლებას უბრალოდ შანტაჟს უწყობენ... ეს სრულად შეესაბამება დასავლეთის დედაქალაქების არაკეთილსინდისიერი თამაშების სტილს, რომლებიც სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან რუსეთის განდევნას ცდილობენ" - განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში სამთავრობო სააგენტო РИА Новости-სთანსაუბრისას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ ერევნის არგუმენტი, რომ რუსეთისთვის რკინიგზის მართვის კონცესიის არსებობა სომხეთს ლოგისტიკურ ინიციატივებში მონაწილეობაში ხელს უშლის, სინამდვილეს არ შეესაბამება.