სამუშაო ადგილების რაოდენობა მსოფლიოში ხუთ წელიწადში 14 მილიონით შემცირდება. ამის შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ანგარიშშია ნათქვამი.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2027 წლამდე პერიოდში 69 მლნ სამუშაო ადგილი შეიქმნება, მაგრამ 83 მლნ ადამიანი დაკარგავს სამუშაოს.
სამსახურიდან გათავისუფლება, პირველ რიგში, შეეხება მოლარეებს, მათ შორის ბანკისა და ფოსტის თანამშრომლებს, ბუღალტრებს, მდივნებს და ა.შ. გარდა ამისა, ტოპ 10 პროფესიაში, რომელთა წარმომადგენლების რაოდენობაც შემცირდება, შედიან კანონმდებლები და თანამდებობის პირები.
ამასთან ერთად, ყველაზე მზარდი მოთხოვნა იქნება ხელოვნური ინტელექტის, მანქანათმშენებლობის, ბიზნეს-ანალიტიკოსის, ეკოლოგიისა და საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტებზე.
ანგარიშში ნათქვამია, რომ დასაქმების ბაზარზე გავლენას ახდენს გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორები. სამუშაო ძალის დეფიციტი უპირატესად მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში გვხვდება, ხოლო დაბალ და მცირეშემოსავლიან ქვეყნებში უმუშევრობის დონე უფრო მაღალია, ვიდრე არსებული მონაცემები.
გარდა ამისა, უახლოეს ათწლეულებში, შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა შეაფერხებს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას, მაგრამ მუშახელს სხვა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შექმნის.
WEF-ის ანგარიში 803 კომპანიის წარმომადგენელთა გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა, რომელთა პერსონალის რაოდენობა ჯამურად 11,3 მილიონზე მეტია.