ევროკავშირში 20-დან 64 წლამდე ასაკის მოსახლეობის დაახლოებით 75% (193,5 მილიონი ადამიანი) დასაქმებული იყო 2022 წელს, ამის შესახებ მონაცემებს ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.
ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2009 წლის შემდეგ. შედარებისთვის, 2020 წელს, COVID-19 პანდემიის გამო, დასაქმება 72%-მდე დაეცა, 2021 წელს კი - 73%-მდე გაიზარდა.
ევროკავშირის 11 ქვეყანაში დასაქმებამ გასულ წელს 78%-ს გადააჭარბა, მათ შორის ნიდერლანდებში (83%), შვედეთსა და ესტონეთში (82%). ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა იტალიაში (65%), საბერძნეთსა (66%) და რუმინეთში (69%).