„საქართველო თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი იმ უიშვიათესი სახელმწიფოთაგანია, რომელსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაქირავებით დასაქმებული უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე ქვეყნის შიგნით“,- ამის შესახებ სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, მართალია, ემიგრაციაში მყოფი ადამიანების ხარჯზე ქვეყნის შიგნით გარკვეულწილად იზრდება მოთხოვნილებები, გადახდისუნარიანობა, რასაც გარკვეული როლი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკაში. თუმცა, ეს ადამიანები, საქართველოში თავისი ცოდნით და გამოცდილებით, მეტის მომტანნი იქნებოდნენ.
„საქართველო თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი იმ უიშვიათესი სახელმწიფოთაგანია, რომელსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაქირავებით დასაქმებული უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე ქვეყნის შიგნით. ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, დაახლოებით, 860 000-ის ფარგლებშია (ბოლო მონაცემებით), ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაახლოებით, 950 000 ადამიანი. სწორედ მათ ხარჯზე ქვეყნის შიგნით გარკვეულწილად იზრდება მოთხოვნილებები, გადახდისუნარიანობა და ამას გარკვეული როლი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში. თუმცა, ეს ადამიანები, საქართველოში თავის ცოდნით და გამოცდილებით, მეტის მომტანნი იქნებოდნენ“, - განაცხადა სოსო არჩვაძემ.