2022 წლის საანგარიშო პერიოდში სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 35 და დაშავდა 330 დასაქმებული. სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 35 პირიდან ყველა კაცია, ხოლო დაშავებულთაგან 69 ქალი და 261 კაცია, - შესაბამისი ინფორმაცია ასახულია შრომის ინსპექციის 2022 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი.
ანგარიშის თანახმად, სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განხორციელდა სამუშაო სივრცეში მომხდარი 113 უბედური შემთხვევის მოკვლევა. 2022 წელს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის საფუძვლით ინსპექტირება განხორციელდა 192 ობიექტზე.
,,შრომის უსაფრთხოების“ შესახებ საქართველოს ორგანული კანონი სამუშაო სივრცეში მომხდარ უბედურ შემთხვევას განმარტავს, როგორც სამუშაო პროცესში ან სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მომხდარ შემთხვევას, რომელსაც შედეგად მოჰყვა დასაქმებულის ან სხვა პირის ჯანმრთელობის დაზიანება, შრომისუნარიანობის შეზღუდვა ან დაკარგვა, გარდაცვალება ან მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება.
თავის მხრივ, ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია ზედამხედველ ორგანოს აცნობოს უბედური შემთხვევის შესახებ „სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-11/ნ ბრძანების შესაბამისად.
თავის მხრივ, ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სსიპშრომის ინსპექციის სამსახური ახორციელებს სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების მოკვლევას, აღრიცხავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ორგანიზაციაში მომხდარი უბედური შემთხვევების მოკვლევასა და აღრიცხვას აწარმოებს სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახური. საანგარიშო პერიოდში კი სამსახურის მიერ მოკვლეულ იქნა ყველა ფატალური და მასობრივი უბედური შემთხვევა. ასევე, განხორციელდა არაფატალური უბედური შემთხვევების მოკვლევებიც.
2022 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 35 და დაშავდა - 330 დასაქმებული - შრომის ინსპექცია
ბოლო საშანტაჟო აქვთ დარჩენილი - ლევან მაჭავარიანი უვიზო მიმოსვლაზე
საქართველომ შესაძლოა, უვიზო სტატუსი მთლიანად დაკარგოს- ევროკომისიის ანგარიში
ის, რაც წითელმა არმიამ ხიშტით გააკეთა, ახლა კაია კალასი ცდილობს, რომ სიტყვით გააკეთოს და ჩვენი სუვერენიტეტი გააუქმოს – შალვა პაპუაშვილი
პანკისში ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს
საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს - ევროკომისარი