მოგზაურები სულ უფრო ნაკლებად ეძებენ „იდეალურ“ დასვენებას და უფრო მეტად ისეთ გამოცდილებას, რომელიც მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს უპასუხებს, – ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში „The Great Rebalance: How Travellers Are Expecting to Reset and Recalibrate in 2027“, რომელიც Hilton-მა სააგენტო Globetrender-თან თანამშრომლობით მოამზადა.

დოკუმენტი განსაზღვრავს ხუთ ძირითად ტენდენციას, რომლებიც აჩვენებს, თუ როგორ იცვლება ტურისტების მოლოდინები. კვლევის ერთ-ერთი მთავარი დასკვნაა თავისუფლების სურვილსა და „იდეალური“ დასვენების აუცილებლობას შორის მზარდი წინააღმდეგობა. მაგალითად, გამოკითხულთა 54% გრძნობს ზეწოლას, რომ უნაკლო დასვენება ჰქონდეს და თითქმის მეოთხედი (24%) სხვებთან ერთად მოგზაურობისას სხვების პრეფერენციებს ეგუება. ანალიტიკოსები ამ ცვლილებას „The Rise of ’Ish’–ის აღზევებას უწოდებენ - ტენდენციას „დაახლოებითი“–სკენ და არა „იდეალური“–სკენ.

ანგარიში ასევე იკვლევს „თითქმის მარტოხელა“ მოგზაურობის ფენომენს, როდესაც ადამიანები მარტო მოგზაურობენ, მაგრამ დანიშნულების ადგილზე მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან შეხვედრას გეგმავენ. რესპონდენტთა 31 პროცენტმა უკვე სცადა ეს ფორმატი.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე