აშშ-ის კონგრესში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც რუსეთთან დიზელის საწვავის შეთანხმების დაბლოკვას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვებგვერდზეა განთავსებული.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, „დემოკრატმა“ გრეგორი მიკსმა, ორპარტიული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც მიზნად აშშ-სა და რუსეთს შორის მიღწეული დიზელის საწვავის შეთანხმების დაბლოკვას ისახავს.
კანონპროექტის თანაავტორი წარმომადგენელთა პალატის კიდევ 17 წევრია.
კანონპროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მიერ რუსულ ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების განხორციელებას კრძალავს, აუქმებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ გაცემულ ზოგად ლიცენზიებს და ახალი ლიცენზიების გაცემას კრძალავს. ასევე, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ავალდებულებს, რომ რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს.
ცნობისთვის, 9 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ამერიკული და მსოფლიო ბაზრებისთვის რუსული დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მიაღწია.