მნიშვნელოვანია, ვესაუბროთ ამერიკელებს და ვიღებთ სიგნალებს, რომ პრეზიდენტ ტრამპის გუნდი გვისმენს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა დატვირთული დღეებია, რადგან უკრაინის დელეგაცია საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს.

„ჩვენ ვიცავთ უკრაინის ინტერესებს, სადაც ჩვენი პოზიციის სიძლიერე, ჩვენი სახელმწიფოზე ორიენტირებული პოზიციის, უკრაინელი ხალხის პოზიციის სიძლიერე იმაში მდგომარეობს, რომ ეს ჩვენი საერთო პოზიციაა. უკრაინელების ერთიანობა მათი ეროვნული ინტერესების, ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში – ეს არის ის, რაც მუშაობს. უკრაინულ დელეგაციას მიეცა დირექტივები, არსებობს მიმართულება, რომელსაც ჩვენი უკრაინული დელეგაცია მიჰყვება და ძალიან სასურველი იქნებოდა, რომ უკრაინიდან არ გვქონდეს საპირისპირო, არაუკრაინული სიგნალები“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას და უკრაინელებს აქვთ საკუთარი სახელმწიფოს პოზიცია, უკრაინული ღირსება და არა მისი შელახვის, არამედ მისი გაძლიერების მიმართულებით უნდა იმოქმედონ. უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მას მოუსმენენ.

1tv.ge