სამხრეთ კავკასიის საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი, გიორგი ბილანიშვილი საუბრობს.

კითხვა:  ბატონო გიორგი, თეთრ სახლში ტრამპი-ალიევ-ფაშინიანის შეხვედრა შედგა. ამ შეხვედრის შედეგებიც ცნობილია. ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასიაში აშშ-ს ძალისხმებით მშვიდობა მყარდება. აშშ-ს მონაწილოებით „მშვიდობის გზის“ კონკრეტული კონტურებიც მონიშნულია.

ფაქტია, რომ მის დეტალებზე კიდევ ბევრს იდავებენ, მათ შორის იმაზე, თუ რა თქვეს ამ შეხვედრაზე საჯაროდ აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა და სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა.

ბევრი უკვე თვლის, რომ სამხრეთ კავკასია საერთაშორისო პოლიტიკაში დაბრუნდა და ამ როლის შესრულებაში პირველი ვიოლინოს როლი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევს ეკუთვნის.

თქვენ როგორ შეაფასებდით თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტის შეხვედრას სამხრეთ კავკასიის ორი სახელმწიფოს ლიდერებთან და ამ შეხვედრის შედეგებს?

- მეც არ ვიქნები ამ შემთხვევაში გამონაკლისი და შევუერთდები საექსპერტო საზოგადოების აბსოლუტური უმეტესობის შეფასებას, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით გამართული ამ შეხვედრის შედგებს უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევს ჩვენი რეგიონის გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების თვალსაზრისით.

ზოგადად, მოგეხსენებათ, რომ განსაკუთრებით ბოლო ხანებში სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება. საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკის და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრი (https://ugspn.org/), რომელშიც მე ამჟამად ვმუშაობ უკვე მომავალი კვირიდან დაინტერესებულ მკითხველს შესთავაზებს ყველა საყუარადღებო მოვლენაზე სიღრმისეულ შეფასებასა და ანალიზს, იქნება ეს აზერბაიჯან-სომხეთის, აზერბაიჯან-რუსეთის, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები, თავად ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმება, მისი მნიშვნელობა და შედეგები და ა.შ.

ამჟამად, ვაშინგტონში გამართული შეხვედრის კვალდაკვალ, მინდა გამოვყო მისი რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი:

1.აშშ-ის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებთ ფორმალურად დასრულდა კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რაც არის პირველი შემთხვევა პოსტსაბჭოთა სოვრცეში, სადაც რუსეთის გამოისობით დღემდე არაერთი კონფლიქტი არსებობს.

2.მკაფიოდ ჩანს ტრამპის ადმინისტრაციის პოზიტიური როლი და ინტერესი სამხრეთ კავკასიის მიმართ, რაც არა მხოლოდ უშუალოდ ჩვენს რეგიონში, არამედ უფრო ფართო განზომილებაში მიმდინარე ცვლილებებისა და ძალთა ახალი ბალანსის ჩამოყალიბების კონტურების ფონზე ძალზედ მნიშვნელოვანია.

3.აშშ-ის როლი არ იფარგლება მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევით, არამედ იგი გვევლინება მომავალში ამ შეთანხმების შესრულების ერთგვარ გარანტორად. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი რეგიონის განვითარების თვალსაზრისით, ისე აქ შექმნილ ძალთა ახალ ბალანსში, რომელშიც რუსეთის როლი უკვე საგრძნობლად შემცირებულია, აშშ-ის და მთლიანად დასავლეთის საკმაოდ სოლიდური როლის მკაფიოდ დაფიქსირების თვალსაზრისით;

4.სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებით შეუქცევადი ხდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პოლიტიკურ-დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის პროცესი. ისევე როგორც მყარდება საფუძველი იმისთვის, რომ ასევე შეუქცევადი გახდეს თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობათა ნორმალიზების პროცესი;

5.იზრდება რეგიონის გეოეკონომიკური მნიშვნელობა, განსაკუთრებით აზიიდან ევროპის და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ტვირთების ნაკადების დაუბრკოლებლად და სწრაფად ტრანსპორტირების თვალსაზრისით.

კერძოდ, სომხეთის სუვერენტიტეტის საკითხი ოდნავადაც არ დგება ეჭვქვეშ. ერთობლივი დეკლარაციის მე-3 პუნქტში ამაზე მკაფოდ და ცალსახად არის საუბარი. ისევე როგორც მე-4 პუნქტში საუბარია „ტრამპის გზაზე საერთაშორისო მშვიდობისა და განვითარებისთვის (TRIPP)“.

რაც შეეხება, სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედების საკითხს, როგორც ერთობლივი დეკლარაციიდან, ისე ამ საკითხზე გავრცელებული სხვა უახლესი მასალებიდან ჩანს, რომ მოხერხდა ყველა მხარისთვის მისაღებ მოდლეზე შეჯერება.

interpressnews.ge