გენერალური მდივანი სტოლტენბერგი დაეხმარა ალიანსს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ევროპული უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევაში, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იენს სტოლტენბერგისთვის ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნის ვადის ერთი წლით გახანგრძლივებას.
ბაიდენის თქმით, დღეს ალიანსი უფრო ძლიერი, ერთიანი და მიზანდასახულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
„მივესალმები განცხადებას, რომ ნატო გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ვადას კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივებს. მისი მუდმივი ლიდერობით, გამოცდილებით და განსჯის უნარით, გენერალური მდივანი სტოლტენბერგი დაეხმარა ალიანსს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ევროპული უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევაში. დღეს ჩვენი ალიანსი უფრო ძლიერი, ერთიანი და მიზანდასახულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მოუთმენლად ველოდები გენერალურ მდივან სტოლტენბერგთან მუშაობის გაგრძელებას ალიანსის შემდგომი გაძლიერების მიზნით, მომავალ კვირას ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე და მომავალ წელს ვაშინგტონში ნატო-ს 75-ე საიუბილეო სამიტის წინ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე დაიკავებს.
ვადის გახანგრძლივება ოფიციალურად დაადასტურათავად სტოლტენბერგმა.
1tv.ge