მილანის მალპენსას აეროპორტი ოფიციალურად სილვიო ბერლუსკონის სახელს ატარებს. ახლა უკვე აეროპორტი იტალიელი პოლიტიკოსის სახელს ატარებს, რომელიც 2023 წელს გარდაიცვალა. აეროპორტის სრული სახელია Milan Malpensa International Airport – Silvio Berlusconi. ახალ სახელთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას Sea-ის მმართველი კომპანია იკისრებს.

იტალიის სხვა აეროპორტებს ისტორიული ფიგურების სახელები აქვთ: რომის ფიუმიჩინოსაეროპორტი – ლეონარდო და ვინჩი, ვენეციის აეროპორტი – მარკო პოლო.

აეროპორტის ოპერატორების იტალიური ასოციაციის Assaeroporti-ის თანახმად, მილანის აეროპორტი მეორე ყველაზე დატვირთული სამგზავრო ცენტრია იტალიაში. გასულ წელს ის 26 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

წყარო: ავიანიუსი