Microsoft-მა პარასკევს განაცხადა, რომ შეფერხებები, რომლებმაც თვის დასაწყისში, რამდენიმე დღის განმავლობაში, კომპანიის გარკვეულ სერვისებზე გავლენა მოახდინა კიბერშეტევების შედეგი იყო.
თუმცა, კომპანიის ინფორმაციით, მომხმარებლების მონაცემებზე წვდომის ფაქტი ვერ დადასტურდა
„2023 წლის ივნისის დასაწყისიდან მაიკროსოფტმა გამოავლინა ტრაფიკის მატება ზოგიერთი სერვისზე, რამაც წვდომაზე დროებით გავლენა იქონია“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიამ მას შემდეგ, რაც საფრთხის იდენტიფიცირება მოახდინა, თავდამსხმელის DDOS აქტივობის მონიტორინგი დაიწყო.
DDOS შეტევები მიზნობრივი სერვერებისკენ დიდი რაოდენობით ინტერნეტ ტრაფიკის მიმართვით მუშაობს, რაც მათი გამორთვის შედარებით მარტივი გზაა.
Microsoft-ის 365 პროგრამული უზრუნველყოფის კომპლექტი, მათ შორის Teams და Outlook, 5 ივნისს ათასზე მეტი მომხმარებლისთვის ორ საათზე მეტი დროით იყო გათიშული. 6 ივნისის დილას ინციდენტი მკლე დორით ისევ განმეორდა. Microsoft-ისთვის ერთი წლის განმავლობაში ეს უკვე მეოთხე გათიშვა იყო.


