2026 წლის პირველი კვარტლის დასაწყისიდან Microsoft-ის აქციების ფასი 24.3%-ით დაეცა. ბოლოს ასეთი ვარდნა კომპანიამ 2008 წლის მეოთხე კვარტალში დააფიქსირა, როდესაც გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე აქციების ფასი სამ თვეში 27.2%-ით დაეცა.

Bloomberg-ის ცნობით, ეს არის ყველაზე სუსტი კვარტალური მაჩვენებელი ე.წ. „დიდებული შვიდეულის“ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის.

მაგალითად, Apple-ის აქციები კვარტლის დასაწყისიდან 6.98%-ით დაეცა, NVIDIA-ს აქციები - 8.18%-ით, ხოლო Google-ის აქციები - 10.25%-ით.