გაერო, წელს და მომავალ წელს გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელებას პროგნოზირებს, რაზედაც აშშ-ის მკვეთრად გაზრდილი ტარიფები და სავაჭრო დაძაბულობის ესკალაცია ახდენს ზეგავლენას. ამის შესახებ გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) ანგარიშში წერია.
UNCTAD მოელის, რომ მსოფლიოს წლიური ვაჭრობა 2025 წელს პროგნოზირებული 4.7%-ის ნაცვლად, წელს მკვეთრად 1.5-2.5%-მდე დაეცემა.
„ამ დღეებში ჰაერში იმდენი გაურკვევლობაა. წლევანდელი წლის იანვარში ჩვენ ველოდით ორწლიან სტაბილურ ზრდას, მაგრამ მას შემდეგ პერსპექტივა გაუარესდა, მნიშვნელოვანი ცვალებადობით სხვადასხვა ფრონტზე“, - თქვა შანტანუ მუხერჯიმ, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის განყოფილების დირექტორმა.
გაერო ამჟამად გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზს წელს 2.4%-ს და მომავალ წელს 2.5%-ს პროგნოზირებს - რაც 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირებას ნიშნავს იანვრის პროგნოზთან შედარებით.
მუხერჯიმ განაცხადა, რომ შენელება გავლენას ახდენს ქვეყნებისა და რეგიონების უმეტესობაზე, თუმცა ყველაზე მეტად დაზარალებულებს შორის არიან უღარიბესი და ნაკლებად განვითარებული ქვეყნები, რომელთა ზრდის პერსპექტივები მხოლოდ იანვრიდან მოყოლებული 4.6%-დან 4.1%-მდე შემცირდა.