ამერიკულმა Meta Platforms-მა 2025 წლის მეორე კვარტალში წმინდა მოგება 36%-ით, ხოლო შემოსავალი 22%-ით გაზარდა, ამასთან ორივე მაჩვენებელმა შესამჩნევად გადააჭარბა ბაზრის პროგნოზებს.
აპრილ-ივნისში კომპანიის წმინდა მოგებამ 18.34 მილიარდი დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიური პერიოდის 13.47 მილიარდი დოლართან შედარებით.
ერთ აქციაზე მოგება 5.16 დოლარიდან 7.14 დოლარამდე გაიზარდა, FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზთან შედარებით, რომელიც ერთ აქციაზე 5.88 დოლარი იყო.
Meta–ს კვარტალური შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდის 39.07 მილიარდ დოლართან შედარებით 47.52 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებლის კონსენსუსის პროგნოზი 44.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა. შემოსავლის თითქმის 98%-ს სარეკლამო შემოსავალი შეადგენდა.