მესამე კვარტალში აშშ-ს ეკონომიკა მოსალოდნელზე უფრო სწრაფად გაიზარდა, რასაც მაღალი საპროცენტო განაკვეთების, მიმდინარე ინფლაციური ზეწოლისა და სხვა შიდა და გლობალური გამოწვევების მიუხედავად სამომხმარებლო დანახარჯების ზრდამ შეუწყო ხელი.

აშშ-ს მთლიანი შიდა პროდუქტი ივლის-სექტემბრის პერიოდში 4.9% წლიური ტემპით გაიზარდა, მეორე კვარტალში მაჩვენებელი 2.1%-ი იყო.

Dow Jones-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტები ელოდნენ, რომ რეალური მშპ, ინფლაციის გათვალისწინებით, მესამე კვარტალში 4,7%-ით გაიზრდებოდა,

კვარტალში სამომხმარებლო ხარჯები 4%-ით მას შემდეგ გაიზარდა, რაც წინა, მეორე კვარტალში ზრდა 0.8%-ი იყო და ამის წყალობით მთლიანი შიდა პროდუქტის 2.7 პროცენტული პუნქტით  გაიზარდა. ამას გარდა, საცხოვრებლის მშენებლობაში ინვესტიციების განახლება მოხდა ზედიზედ ცხრა კვარტალის შემცირების შემდეგ.

სამომხმარებლო დონეზე დანახარჯები საკმაოდ თანაბრად გადანაწილდა საქონელსა და მომსახურებას შორის, ეს ორი მაჩვენებელი შესაბამისად გაიზარდა 4.8%-ით და 3.6%-ით.

მთლიანი შიდა პროდუქტის 4,9%-იანი ზრდა ყველაზე დიდი ზრდა იყო 2021 წლის მეოთხე კვარტალის შემდეგ.