ოფიციალური ბრიუსელი ევროკავშირის ქვეყნებში შემავალი დაბალი ღირებულების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადების დაწესებას დააჩქარებს, - ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს

წყაროს მიხედვით, ინიციატივის მიზანი ევროკავშირში ჩინური დაბალფასიანი ელექტროკომერციის იმპორტის (Shein და Temu) შემცირებაა.

აღსანიშნავია, რომ სანქციების დაწესება საფრანგეთის ბაზარზე Shein-ის მიერ წარმოებულმა ბავშვის  სექსთოჯინების გაყიდვამ დააჩქარა. 

გარდა ამისა, ევროკავშირში შემავალი დაბალი ღირებულების ამანათების რაოდენობა გასულ წელს გაორმაგდა და 4.6 მილიარდს მიაღწია, მათგან 90%-ზე მეტი ჩინეთიდან მოდის.