საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ყოველთვიური ანგარიშის თანახმად, 2025 წელს ნავთობის გლობალური მიწოდება დღეში 106.3 მილიონ ბარელს მიაღწევს, რაც 2024 წელთან შედარებით 3.1 მილიონი ბარელით მეტია.

ოქტომბერში ორგანიზაციის ანალიტიკოსებმა დღეში 3 მილიონი ბარელით, 106.1 მილიონ ბარელამდე ზრდა იწინასწარმეტყველეს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროგნოზი დღეში 140 ათასი ბარელით გაიზარდა.

2026 წელს, IEA-ს მოლოდინით, ნავთობის გლობალური მიწოდება დღეში 108.7 მილიონ ბარელს მიაღწევს, რაც 2.5 მილიონი ბარელით მეტია 2025 წლის პროგნოზზე. მოთხოვნის ზრდის შეფასება დღეში 100 000 ბარელით გაიზარდა და 2.5 მილიონ ბარელს მიაღწია.

ანალიტიკოსების აზრით, OPEC+-ის წევრებიდან მიწოდების ზრდა 2025 წელს 1.4 მილიონ ბარელს, ხოლო 2026 წელს 1.3 მილიონ ბარელს შეადგენს დღეში; შეთანხმებაში არ შემავალი ქვეყნებიდან კი, შესაბამისად, 1.7 მილიონ ბარელს და 1.2 მილიონ ბარელს შეადგენს დღეში.

ვრცლად interfax – ზე