მექსიკის პირველმა ქალმა პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა ფიცი დადო, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.  62 წლის კლაუდია შეინბაუმი ქვეყანას ექვსწლიანი ვადით უხელმძღვანელებს.

„ახლა ტრანსფორმაციის დროა, ახლა ქალების დროა“, - განაცხადა მექსიკის ახალმა პრეზიდენტმა.  კლაუდია შეინბაუმმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი შეცვალა. ივნისში გამართულ მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ქალაქ მეხიკოს ყოფილმა მერმა, კლაუდია შეინბაუმმა ხმების 61% მიიღო.

ipn.ge