მექსიკაში, ცხრა წლის შემდეგ, მუშაობა განაახლა მატარებელმაTequila Express–მა, რომელიც მოძრაობს ქალაქებს გვადალახარასა და ტეკილას შორის – ამის შესახებ Forbes–ი წერს. მატარებელი იმოგზაურებს იუნესკოს სიაში შეტანილი სოფლის, ხალისკოს გავლით.

ასეთი მატარებლები 1997 წლიდან მუშაობდნენ, მაგრამ 2015 წელს გააუქმეს. ტეკილას მწარმოებლებმა ჩაუშვეს საკუთარი ანალოგები, მაგრამ ისინი, როგორც წესი, მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდიოდნენ და ჩერდებოდნენ კონკრეტული მწარმოებლის ობიექტებზე.

Tequila Express მგზავრებს სთავაზობს საკვებს და ტეკილას, მაგრამ მატარებელი არ არის განკუთვნილი ამა თუ იმ კომპანიის რეკლამისთვის. 

ტეკილას სადგურზე ჩასვლისთანავე მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ ბილეთის ფასში შემავალი ტრანსფერით - ისარგებლონ სპეციალური ავტობუსით და მიაღწიონ ქალაქის ცენტრში რათა ის დამოუკიდებლად შეისწავლონ.

პროექტის ხელახალი დაწყება 9 მილიონი დოლარი დაჯდა და ის ბიზნესმა სახელმწიფოსთან თანამშრომლობით განახორციელა, აღნიშნავს გამოცემა.

rbc