2025 წლის მეორე კვარტალში ოქროზე გლობალურმა მოთხოვნამ, ბირჟის გარეთ (OTC) ტრანზაქციების გამოკლებით, 1.08 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10%-ით მეტია, – მონაცემები მსოფლიო ოქროს საბჭომ (WGC) გაავრცელა.
მოთხოვნის ზრდაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ოქროს შედინებამ ETF-ებში (საინვესტიციო ფონდები), რომელიც ზედიზედ მეორე კვარტალი მაღალ დონეზე დარჩა. ამას, თავის მხრივ, ხელი შეუწყო გლობალური სავაჭრო პოლიტიკის გაურკვევლობამ, გეოპოლიტიკურმა არასტაბილურობამ და ოქროს ფასების ზრდამ.