SpaceX-ისა (+7.6%) და Tesla-ს (+8.6%) აქციების მკვეთრი გაძვირების ფონზე, ილონ მასკის ქონება 62.3 მილიარდი დოლარით გაიზარდა და კვლავ 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი ჩამორჩება ივნისის შუა რიცხვებში დაფიქსირებულ რეკორდულ 1.45 ტრილიონს, მასკი მყარად ინარჩუნებს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პოზიციას (მას მოჰყვებიან ლარი პეიჯი - $288.7 მლრდ და სერგეი ბრინი - $266.3 მლრდ).
ცნობისთვის, გასულ კვირას Forbes-მა მასკის ქონებიდან $116 მილიარდის ღირებულების Tesla-ს აქციები ამოიღო, რაც კომპანიის მართვისა და CEO-ს ანაზღაურების პაკეტის გარშემო არსებულ იურიდიულ ცვლილებებს უკავშირდება. Tesla-ს ახალი კომპენსაციის სქემით, მასკი ანაზღაურებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ კომპანიის მენეჯმენტში 2028 წლის იანვრამდე დარჩება. ქონების მერყეობაზე იმოქმედა SpaceX-ის აქციების ფასის კორექციამაც (IPO-ს შემდგომი 41%-იანი ზრდის ნაწილობრივი დაკარგვა).