აშშ-ის პრეზიდენტმა ბენზინის საცალო მოვაჭრეებს მოუწოდა, საწვავის ფასები დაუყოვნებლივ შეამცირონ.

დონალდ ტრამპმა თქმით, ნავთობის ფასი 68 დოლარამდე შემცირდა და ბენზინის ფასებმაც შესაბამისად უნდა დაიწიოს.

ტრამპმა განაცხადა, რომ ფასების ხელოვნურად ზრდა დაუშვებელია და გააფრთხილა კომპანიები, რომ თუ ფასებს არ დაუწევენ, პრობლემები შეექმნებათ.

„ბენზინის საცალო მოვაჭრეებმა ფასები დაუყოვნებლივ უნდა შეამცირონ! ისინი ძალიან მაღალია იმის გათვალისწინებით, რომ ნავთობის ფასი ახლა ბარელზე 68 დოლარია და კიდევ იკლებს. საცალო მოვაჭრეებმა სწრაფად უნდა უპასუხონ ამ განცხადებას და გააკეთონ ის, რაც იციან, რომ სწორია – შეამცირეთ ფასები ჩვენი შესანიშნავი ამერიკელი ხალხისთვის! ფასების ხელოვნურად გაზრდა არ არის დაშვებული, ეს სრულიად უკანონოა. თუ საცალო მოვაჭრეები ამას არ გააკეთებენ, წინ დიდი პრობლემები იქნება! დაიწყეთ გალონზე დაახლოებით 2.50 დოლარის ნიშნულისკენ გეზის აღება, ხოლო კალიფორნიამ უნდა შეწყვიტოს ბენზინზე ასეთი მაღალი გადასახადების დაწესება. მალე გადასახადი თავად პროდუქტზე უფრო ძვირი იქნება და ამას არც შეერთებული შტატები შეეგუება და არც კალიფორნიის ხალხი, რომელსაც ამ აბსურდული გადასახადებითა და საკუთარი ხელისუფლების პოლიტიკით უსამართლოდ ექცევიან”- წერს ტრამპი.

1tv.ge