გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანის ომთან დაკავშირებით სიტუაცია კვლავ მყიფეა და ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.
“აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმება ორმხრივი თავდასხმების შეჩერებისა და მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ მნიშვნელოვანი ნაბიჯია და დიპლომატიის შანსს ხსნის“, - აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ უნდა მოგვარდეს ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო და თავისუფალი გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხი.
„ახლა საქმე ეხება მდგრადი გადაწყვეტის მიღწევას ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო და თავისუფალი გადაადგილებისთვის და, განსაკუთრებით, ირანის ბირთვული პროგრამისთვის, რომელიც აღარ უნდა წარმოადგენდეს საფრთხეს“, - აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყებამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა ვაშინგტონში ამერიკელ კოლეგასთან, მარკო რუბიოსთან მოლაპარაკებები გამართა. მარკო რუბიოს განცხადებით, შეხვედრაზე ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია, ნატო-ში პასუხისმგებლობის უფრო თანაბრად გადანაწილებისა და რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობის დამყარების აუცილებლობის საკითხები განიხილეს.