კონ­სერ­ვე­ბი­სა და წყლის დიდი მა­რა­გის დაგ­რო­ვე­ბა შე­საძ­ლოა, საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდეს, თუ მსოფ­ლიო მას­შტა­ბუ­რი კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე დად­გე­ბა. ლი­ვერ­პუ­ლის ჯონ მუ­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რი კე­ზია ბარ­კე­რი მი­იჩ­ნევს, რომ გა­დარ­ჩე­ნის­თვის გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბის ცოდ­ნა.

ამის შე­სა­ხებ Daily Mail წერს.

პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა და სხვა­დას­ხვა საქ­მის ცოდ­ნა

  • ბარ­კე­რის თქმით, ადა­მი­ან­მა უნდა ის­წავ­ლოს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, გა­რე­მოს შე­ფა­სე­ბა და სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. ამის­თვის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უნა­რი პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ცოდ­ნაა.

"სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­სავ­ლის პოვ­ნის, ადაპ­ტა­ცი­ი­სა და სხვა­დას­ხვა საქ­მის კე­თე­ბის უნა­რი სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლოა“, - ამ­ბობს მკვლე­ვა­რი.

საკ­ვე­ბის მოყ­ვა­ნა და შე­ნახ­ვა

კა­ტას­ტრო­ფის შემ­თხვე­ვა­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა საკ­ვე­ბის მო­პო­ვე­ბა იქ­ნე­ბა. ბარ­კე­რი გვირ­ჩევს, ვის­წავ­ლოთ საკ­ვე­ბის მოყ­ვა­ნა, კონ­სერ­ვი­რე­ბა და დამწნი­ლე­ბა. ამის­თვის სა­კუ­თა­რი ბაღი აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის - შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ბაღ­ში ჩარ­თვაც.

ეს ცოდ­ნა ადა­მი­ანს და­ეხ­მა­რე­ბა, უკეთ გა­მო­ი­ყე­ნოს არ­სე­ბუ­ლი მა­რა­გე­ბი და გა­ი­გოს, რო­მე­ლი პრო­დუქ­ტე­ბი ფუჭ­დე­ბა სწრა­ფად და რო­მე­ლი ინა­ხე­ბა დიდ­ხანს.

ვე­ლუ­რი მცე­ნა­რე­ე­ბის ამოც­ნო­ბა

გა­დარ­ჩე­ნის­თვის სა­სარ­გებ­ლოა ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ში საკ­ვე­ბად ვარ­გი­სი მცე­ნა­რე­ე­ბის ამოც­ნო­ბი­სა და შეგ­რო­ვე­ბის ცოდ­ნაც. სპე­ცი­ა­ლურ კურ­სებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია ცე­ცხლის დან­თე­ბის, წყლის გაწ­მენ­დი­სა და დრო­ე­ბი­თი თავ­შე­საფ­რის მო­წყო­ბის სწავ­ლა.

თუმ­ცა ბარ­კე­რი აფრ­თხი­ლებს მათ, ვინც მცე­ნა­რე­ე­ბის ამო­საც­ნო­ბად ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს იყე­ნებს: ფო­ტო­ზე მცე­ნა­რის არას­წო­რად ამოც­ნო­ბამ შე­საძ­ლოა მო­წამ­ვლა გა­მო­იწ­ვი­ოს. ამი­ტომ მხო­ლოდ ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე დაყ­რდნო­ბა სა­ხი­ფა­თოა.

ხის და­მუ­შა­ვე­ბა და მარ­ტი­ვი ნივ­თე­ბის დამ­ზა­დე­ბა

მკვლე­ვა­რი სა­სარ­გებ­ლო უნა­რებს შო­რის ხის­გან კოვ­ზე­ბის გა­მოთ­ლა­საც ასა­ხე­ლებს. ერთი შე­ხედ­ვით, ეს შე­იძ­ლე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბად ჩან­დეს, თუმ­ცა ხის და­მუ­შა­ვე­ბის ცოდ­ნა ადა­მი­ანს მარ­ტი­ვი ხელ­სა­წყო­ე­ბის, ცე­ცხლის და­სან­თე­ბი ნა­ფო­ტე­ბი­სა და კარ­ვის სო­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

ამას­თან, ხეზე კვე­თა და­ნის უსაფრ­თხოდ გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და ხე­ლით ნივ­თე­ბის შექ­მნის უნარ­საც ავი­თა­რებს.

ბარ­კე­რის აზ­რით, პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბი მხო­ლოდ შე­საძ­ლო კა­ტას­ტრო­ფის დროს არ გა­მოგ­ვად­გე­ბა - მათი გა­მო­ყე­ნე­ბა ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­შიც შე­იძ­ლე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ფი­ზი­კის დარ­გში ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ატ­მა დე­ვიდ გროს­მა გლო­ბა­ლუ­რი კა­ტას­ტრო­ფის რის­კის ზრდა­ზეც ისა­უბ­რა. მისი შე­ფა­სე­ბით, კა­ცობ­რი­ო­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხე და­ახ­ლო­ე­ბით 2061 წლამ­დე არ­სე­ბობს. გრო­სი რის­კის ზრდას გე­ო­პო­ლი­ტი­კურ და­ძა­ბუ­ლო­ბას, ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის კონ­ტრო­ლის შე­თან­ხმე­ბე­ბის შე­სუს­ტე­ბა­სა და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას უკავ­ში­რებს.

წყარო: ambebi.ge