ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნდა მძღოლების ერთგულების რეიტინგი მანქანის ბრენდების მიმართ. S&P Global Mobility-ის ექსპერტებმა დაადგინეს, რომელი ავტომობილის ბრენდებს ირჩევენ ყველაზე ხშირად ხელმეორედ. ამის შესახებ Automotive News იტყობინება.

კვლევის ფარგლებში სხვადასხვა მარკის მანქანების მფლობელები გამოიკითხნენ. ექსპერტებმა გაარკვიეს, თუ რომელი მძღოლია მზად, კვლავ იყიდოს იმავე მარკის მანქანა, რომელსაც ამჟამად ფლობს. ცალკე რეიტინგები გაკეთდა მასობრივი და პრემიუმ ბრენდებისთვის.

ამ რეიტინგის აბსოლუტური ლიდერი Tesla-ა. ამ მანქანების მფლობელების 68% გეგმავს, რომ ბრენდის ერთგული დარჩეს. ის ასევე ლიდერობს პრემიუმ ბრენდებს შორის. ხუთეულში მოხვდნენ BMW, Mercedes-Benz-ი, Lexus-ი და Cadillac-ი.

მასობრივ სეგმენტში პირველ ადგილზე რჩება Ford-ი - 59,5%-ით, ხოლო Chevrolet (57,1%) მცირე ჩამორჩენით მეორე ადგილზეა. მათ მოსდევს Subaru, Nissan, Kia და Hyundai.

ასევე ცნობილია, რომ Toyota-ს ბრენდისადმი ლოიალობა დაეცა - იაპონური ბრენდი რეიტინგში მეორიდან მეშვიდე ადგილზე ჩამოქვეითდა.