მადლობა, ამერიკა, უკრაინას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა სჭირდება, და ზუსტად ამისთვის ვმუშაობთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„მადლობა, ამერიკა, მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის, მადლობა ამ ვიზიტისთვის. მადლობა, დონალდ ტრამპ, კონგრესო, და ამერიკელო ხალხო.

უკრაინას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა სჭირდება, და ზუსტად ამისთვის ვმუშაობთ“, - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა კამერების წინ ხმამაღლა კამათი დაიწყეს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ამის შემდეგ უკრაინასა და აშშ-ს შორის იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა, ხოლო ზელენსკიმ დროზე ადრე დატოვა თეთრი სახლი.

Ipn.ge