საფრანგეთის კულტურის მინისტრის რაშიდა დატის განცხადებით, ლუვრიდან მოპარული ერთ-ერთი საიუველირო ნივთი იპოვეს.
დატის განმარტებით, ნივთი იპოვეს ძარცვის ადგილის მახლობლად. სავარაუდოდ ის მძარცველებს დაუვარდათ.
„ძარცვის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან რამდენიმე წუთში მივედით ადგილზე. ეს ოპერაცია თითქმის ოთხ წუთს გაგრძელდა. უნდა ვთქვათ, რომ ისინი პროფესიონალები არიან. ორგანიზებული დანაშაული დღეს ხელოვნების ნიმუშებს ესხმის თავს და, რა თქმა უნდა, მუზეუმებიც იქცნენ სამიზნედ, რადგან საფრანგეთი არის ქვეყანა, რომელსაც ღირებული ისტორიული ობიექტები აქვს. მოპარულია ფასდაუდებელი სამკაულები. გაქცევის დროს დაუვარდათ ძვირფასი ქვა, რომელიც ლუვრის მუზეუმთან აღმოვაჩინეთ. ახლა მისი შეფასება ხდება. გამოძიება მიმდინარეობს“, – განუცხადა მედიას კულტურის მინისტრმა.