ბოლო მონაცემებით, ნეპალში წყალდიდობის შედეგად 752 ადამიანი დაიღუპა. ტიბეტში კი სტიქიას თექვსმეტი ადამიანი ემსხვერპლა. შედეგად, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 768-ს მიაღწია. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამრიტ ბაჰადურ რაიმ განაცხადა, რომ ცხედრებიდან დნმ-ის ნიმუშები აიღეს და თითოეული მათგანი დეტალურად აღრიცხეს.