რუსეთის ძალები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მასშტაბური თავდასხმებისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მიღებული მითითებების შესაბამისად, შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის ენერგეტიკის ობიექტებზე მასშტაბური დარტყმებისთვის მზადება, როგორც პასუხი კიევის რეჟიმის თავდასხმებზე რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საწვავ-ენერგეტიკულ კომპლექსზე“, – განაცხადეს უწყებაში.
უწყების ცნობით, რუსულმა არმიამ გასულ ღამეს იერიში მიიტანა აზბესტ-ცემენტის ნაწარმის კომბინატზე, რომლის საწყობებიც კომპანია „ჭკვიანი საბრძოლო მასალებისთვის“ ასაფეთქებელი ნივთიერებების შესანახად გამოიყენებოდა.
კომპანია უპილოტო საფრენი აპარატებისა და მათთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალების წარმოებით არის დაკავებული.