გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის (Destatis) მონაცემებით, 2022 წელს დამსაქმებლები გერმანიის სამრეწველო და მომსახურების სექტორებში თანამშრომლებს საათში საშუალოდ 39,5 ევროს უხდიდნენ. 2019 წლიდან გერმანია, ამ მაჩვენებლით, მეშვიდე ადგილზეა ევროკავშირის (EU) ქვეყნებს შორის.
გასულ წელს ევროკავშირში ყველაზე მაღალი საათობრივი ანაზღაურება დაფიქსირდა ლუქსემბურგში - 50,7 ევრო, დანიაში - 46,8 ევრო და ბელგიაში - 43,5 ევრო. შემდეგ მოდის საფრანგეთი (40.8 ევრო) და ჰოლანდია (40.5 ევრო).
ყველაზე დაბალი ხარჯები დაფიქსირდა ბულგარეთში - 8,2 ევრო, რუმინეთში - 9,5 ევრო და უნგრეთში - 10,7 ევრო.
ევროკავშირის 27 ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი გასულ წელს საათში 30,5 ევროს შეადგენდა და მხოლოდ ათ სახელმწიფოში აჭარბებდა ამ დონეს ანაზღაურება.