ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ პოლონეთს დასავლეთ უკრაინის მიერთება სურს. ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.
„თქვენც აღნიშნეთ ახლა, რომ ბევრი საუბარია, უკრაინა ნატო-ში ნაწილ-ნაწილ მიიღონ, მათ სურთ დასავლეთ უკრაინის წართმევა და პოლონეთისთვის მიერთება. ეს არის რუსეთის ფედერაციის ჯარების წინააღმდეგ ამ ოპერაციაში პოლონელების აქტიური მონაწილეობისთვის საფასური. ამერიკელების მიერ ეს მხარდაჭერილია. მე თქვენ ადრე ერთხელ უკვე გითხარით, ჩვენ ხომ ეს დავინახეთ ნახევარი წლის წინ და წინასწარ განვიხილეთ. ჩვენთვის ეს მიუღებელია. დასავლეთ უკრაინის მოწყვეტა, უკრაინის დანაწევრება და პოლონეთისთვის მიწების გადაცემა მიუღებელია. და თუ უკრაინის დასავლეთის მოსახლეობას დასჭირდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.x