გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-ს ჯგუფმა 2026 წლის საოპერაციო მოგების პროგნოზის ზედა ზღვარი 2.2 მილიარდიდან 2 მილიარდ ევრომდე შეამცირა. კომპანიის შეფასებით, მიმდინარე წელს ავიასაწვავის ხარჯი 9.3 მილიარდ ევროს მიაღწევს, რაც წინა პროგნოზზე 600 მილიონი ევროთი მეტია.

Reuters-ის ცნობით, საწვავის გაძვირება ევროპულ ავიაკომპანიებს მომგებიანობაზე ზეწოლას უქმნის. ავიაკომპანიები ბილეთების ფასების ზრდას 2027 წელსაც ელიან, რადგან საწვავის ფასის ჰეჯირების ხელშეკრულებების ნაწილი ვადის გასვლასთან ერთად აღარ დაიცავს მათ გაძვირებისგან.

მიუხედავად ხარჯების ზრდისა, Lufthansa-მ მესამე კვარტალში 1.4 მილიარდი ევროს საოპერაციო მოგება მიიღო, რაც ანალიტიკოსების მოლოდინს ოდნავ აღემატებოდა. კომპანიის განცხადებით, ძლიერი მოთხოვნა, შემოსავლების ზრდა და ხარჯების მკაცრი კონტროლი საწვავის გაძვირების გავლენის ნაწილობრივ ანაზღაურებას დაეხმარა.