ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი დღითი დღე აქტუალური ხდება. ქართველი ფეხბურთელი ახლოსაა პსჟ-ში გადასვლასთან და წესით, ყველაფერი ამ კვირაში უნდა გადაწყდეს.

ცნობილია ისიც, რომ კვარაცხელიას მხარე და პსჟ პირადი კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ და ჯერი კლუბებზეა.

ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი რამდენიმე დღით ლოს ანჯელესში იმყოფებოდა და სპეციალურად კვარას ტრანსფერისთვის, იტალიაში დაბრუნდა.

უახლოეს საათებში, მასსა და პსჟ-ს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგება, სადაც სატრანსფერო თანხაზე შეთანხმდებიან და ტრანსფერს წინ აღარაფერი დაუდგება.

შესაძლოა, ტრანსფერი ისე შედგეს, რომ ნაპოლიმ პსჟ-ს კონკრეტული თანხა გადაუხადოს, ამას დამატებით შკრინიანის იჯარის წესით გაშვება ნეაპოლურ გუნდში.

lagazzetta.ge