ინგლისის პრემიერლიგის ლიდერი „ლივერპული“ მზად არის, გაყიდოს თავისი ორი მეკარე გიორგი მამარდაშვილის მოახლოებულ გადასვლასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება ინგლისურ კლუბს.

როგორც გამოცემა Caughtoffside-ი წერს, „ლივერპულში“ მზად არიან, გამოეთხოვონ არა მხოლოდ სარეზერვო მეკარეს, კაოიმინ კელეჰერს, არამედ გუნდის პირველ ნომერს, ალისონს.

ბრაზილიელმა ამ სეზონის ნაწილი ტრავმების გამო გამოტოვა და მას შემადგენლობაში კელეჰერი ცვლიდა.

1tv.ge