ლისაბონი პირველი ევროპული დედაქალაქი გახდა, რომელმაც მრავალჯერადი გამოყენების ჭიქების სისტემა დანერგა – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ახლა კაფეებისა და ბარების ვიზიტორები სასმელებს გამძლე ჭიქებში იღებენ და 60 ევრო ცენტიან დეპოზიტს ტოვებენ. გამოყენების შემდეგ, მათი დაბრუნება შესაძლებელია ქალაქის მასშტაბით განთავსებულ სპეციალურ აპარატებში და თანხის მომენტალურად დაბრუნება. შემდეგ გარეცხილი ჭიქები დაწესებულებებში ბრუნდება.
ცენტრალურ რაიონებში პირველი შემგროვებელი პუნქტები უკვე ფუნქციონირებს. სისტემა სრულად ოქტომბრისთვის ამოქმედდება. ქალაქის ყველა დაწესებულება, თავის მხრივ, ლისაბონის ლოგოთი აღჭურვილ სტანდარტიზებულ, მრავალჯერადი გამოყენების ჭიქებზე გადავა.