გიორგი მიქაუტაძის ყოფილმა კლუბმა „ლიონმა“ გამოაქვეყნა ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ გუნდის მიერ ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნება მნიშვნელოვნად განაპირობა მიქაუტაძის ტრანსფერმა, – წერს გამოცემა „ეკიპი“.
„ლიონს“ ფინანსური რეგულაციების გამო პრობლემები ჰქონდა, რის შემდეგაც საჭირო იყო სახელფასო ფონდის გამოთავისუფლება. გამოსავალი მიქაუტაძის ესპანურ „ვილიარეალში“ გაყიდვა აღმოჩნდა, რის შემდგაც გუნდის ბიუჯეტი 22.6 მილიონი ევროთი შეივსო.